უახლესი ამბები
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- 22.01.2021 16:10დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
- 22.01.2021 16:10საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
- 22.01.2021 16:10ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
- 22.01.2021 15:40რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
- 22.01.2021 15:40სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო
არქივი
საზოგადოება


საქართველოს მთავრობის დახმარებით აფრიკაში 92 მეზღვაურის როტაცია განხორციელდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის ძალისხმევით 51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც სხვადასხვა გემებზე დასაქმდებიან. ისინი შეცვლიან სხვა ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდნენ აღნიშნულ ხომალდებზე.
ჩარტერული რეისით, რომლითაც ქართველო მეზღვაურები ტოგოში გაემგზავრნენ, საქართველოში 41 მეზღვაური დაბრუნდა, რომელთა შორისაც 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად გამოაცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.
სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, “საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ფაქტიურად უნიკალური ოპერაციის განხორციელება - ორგანიზება გაეწია ლომეს პორტში 4 კომპანიის 7 გემზე 92 მეზღვაურის როტაციას”.
“საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით უკვე მე-3 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა აფრიკის მიმართულებით, რომელიც როტაციის თვალსაზრისით რთულ გეოგრაფიულ რეგიონად ითვლება. ამჯერად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანიების: Oceangold Tankers Inc., Lotus Shiping Company Limited, El Victor-სა და Queensway Navigation Co. LTD-ს ორგანიზებით დაინიშნა სპეციალური ავიარეისი თბილისი-ლომე-თბილისი, რომელიც ავიაკომპანიამ “Myway Airlines” განახორციელა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
თბილისის სახელმწიფო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მეზღვაურები სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომფორტული ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში, სადაც ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი საქართველოს მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
22 იანვარი, 2021 , 17:41

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
22 იანვარი, 2021 , 17:20

ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
22 იანვარი, 2021 , 17:20

„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
22 იანვარი, 2021 , 17:20
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
22 იანვარი, 2021 , 16:10

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა
22 იანვარი, 2021 , 15:40