უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 12:30
font-size

საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობა. ამის შესახებ მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე თქვა.

„ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზად არის, თავის რიგებში მიიღოს ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს, მზად არიან და შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა გადაწყვეტილება ნატოს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება, რაც არის ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება და რასაც მხარს უჭერენ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური პარტიები“,- განახადა კვირიკაშვილმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ალიანსთან მუდმივი დიალოგის წყალობით საქართველოსა და ნატოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის დონემ დიდ მასშტაბებს მიაღწია. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაზე, 15 სხვადასხვა პროექტსა და საქართველოსი მომუშავე ნატოს 30-ზე მეტ ექსპერტს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს პროგრესი ნატოს ვარსავის სამიტზე დაამტკიცეს.

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს მონაწილეობაზე ნატოს სხვადასხვა მისიაში.

„საქართველომ უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. როგორც ასპირანტი სახელმწიფო და პარტნიორი, საქართველო არის ავღანეთის ნატოს მისიის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. გარდა ამისა, ჩვენი ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, 26 მაისიდან თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელიც დღეს დასრულდება.

ანა მებურიშვილი

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე