უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 დეკემბერი, 2016 18:30
font-size

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15.3 მლრდ აშშ დოლარია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 15.3 მლრდ აშშ დოლარი (35.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.8 პროცენტია; 2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 173.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 108.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.6 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 210.8 მლნ აშშ დოლარი (491.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 901.0 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 697.2 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.3 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.6 მლრდ აშშ დოლარია (8.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.3 პროცენტია.

2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 467.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 210.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 201.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

საკვანძო სიტყვები:

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი