უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 დეკემბერი, 2017 13:55
font-size

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 16.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 16.7 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 112.2 პროცენტია; 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 98.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 71.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 11.7 და 8.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

,,სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 247.6 მლნ აშშ დოლარი (613.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 838.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 869.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.6 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.8 მლრდ აშშ დოლარი (24.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.2 პროცენტია.

2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - 822.0 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 247.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 203.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს შეხვდება

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს შეხვდება. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება. აქციის დანარჩენი მონაწილეები გე

საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ - OPIC-ის პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`