უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 მარტი, 2018 14:35
font-size

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საგარეო ვალთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

,,საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი (44.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 113.5 პროცენტია. 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 342.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო - 335.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 12.6 და 10.5 მლნ აშშ დოლარით. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო, ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.3 მლრდ აშშ დოლარი (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (13.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 291.4 მლნ აშშ დოლარი (755.4 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 852.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 883.5 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.7 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.6 მლრდ აშშ დოლარი (6.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარი (26.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 66.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 28.0 პროცენტია.

2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - 2.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 291.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ) რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`