უკან

ეკონომიკა

5 აპრილი, 2017 11:30
font-size

საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, კონფერენცია რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი.

„პირველ რიგში, ესაა საქართველოს ცნობადობის ამაღლება. კონფერენციას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება და ძირითადად, კონცენტრირებულია იმ საზოგადოებაზე, რომელიც სამთო ტურიზმის კულტურის განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, მათთან ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციას ესწრება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი და მისი სტუმრობა კიდევ უფრო მეტ წონას მატებს ამ ღონისძიებას. თქვენ იცით, რომ სივრცითი განვითარების კუთხით, სამთო კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფო არა ერთი ათეული მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს ამ მიმართულებით. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს დებს კერძო სექტორი. ამ გამოცდილების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სამთო კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი, 12 თვის შემოსავლების მქონე კურორტები. სწორედ ესაა დღევანდელი კონფერენციის ძირითადი თემატიკა. ასევე, განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხები, რომლებიც ტურისტულ სექტორში შემოსავლების, დასაქმების და შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისკენაა მიმართული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო 4-7 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი