უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2017 13:10
font-size

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ზაკირ ჰასანოვი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი, დღეს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის გაძლიერდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განვითარდება და სწრაფ ტემპს შეიძენს. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია.

მინისტრებმა ერთობლივი სწავლებების შესახებაც ისაუბრეს და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის შესახებაც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამხრივ ფორმატში თანამშრომლობის დინამიკა ძალიან პოზიტიური და მზარდია.

გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ