უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

9 აგვისტო, 2018 10:50
font-size

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცედურა იწყება

მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებას განახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური.

სამსახური დაადგენს 1989-1993 წლებში განხორციელებული აერო და კოსმოსური გადაღებებით მიღებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს 1:500 მასშტაბით.

დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში ქონების აღრიცხვისთვის მონაცემები გადაეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების აღრიცხვა არის აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგისტრაციამდე დაუშვებელია აღრიცხული ქონების მიმართ რაიმე სახის გარიგების დადება. დოკუმენტში მითითებულია, რომ უძრავი ქონების აღრიცხვა არ წარმოშობს სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

ეს წესი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე. ასევე არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 8 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომ

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად - ჯორჯ კენტი

13 ოქტომბერი, 2018 , 15:35

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ

აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

10 ოქტომბერი, 2018 , 11:40

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მომზადებული რუკების დამზადება, დაბეჭდვა, გავრცელება, ექსპორტი/იმპორტი და რეკლამირება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. შესაბამის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვი

ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე? - მაია ოთინაშვილი გატაცებაზე

9 ოქტომბერი, 2018 , 17:05

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მისი თქმით, თავდაპირველად ის გადაიყ

მაია ოთინაშვილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 13:20

მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენ

მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს

9 ოქტომბერი, 2018 , 12:45

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალგორის ე.წ რაიონუნლი სასამართლოს მიერ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`