უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2018 13:05
font-size

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის გამოძიების კვლევითი ცენტრის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელთან, კობა კობიძესთან და მის მოადგილეებთან, ასევე სააგენტოს კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის სპეციალისტებთან.

დელეგაცია გაეცნო ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიღწევებსა და შესაძლებლობებს კიბერდანაშაულისა და ციფრული ექსპერტიზის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული მტკიცებულებების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მისცემს საშუალებას გადაამზადოს საკუთარი თანამშრომლები ევროკავშირის სამართალდამცავი უწყებების მიერ აღიარებული სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტრეინინგების, კურსების, გაცვლითი ვიზიტების და საკონსულტაციო მომსახურების გაზიარების კუთხით. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს დისტანციური და რეგულარული სასწავლო პროგრამების შემუშავებას; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიღწევების ურთიერთგაცვლას; კიბერუსაფთხოებისა და ექსპერტიზის პროდუქტების და მომსახურების გაზიარებას.

ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია სამართალდამცავი უწყებების საჭიროებებზე მორგებული კიბერუსაფრთხოების, კიბერ გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის პროგრამები. ცენტრი წარმოადგენს ევროპოლის კიბერდანაშუალის ცენტრის E3-ის ოფიციალურ პარტნიორს და მონაწილეობს მისი ეგიდით შემუშავებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

აღსანიშნავია, რომ სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კავკასიის რეგიონში წარმოადგენს პირველ სახელმწიფო უწყებას, რომელთანაც ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითმა ცენტრმა გააფორმა თანამშრომლობის დოკუმენტი.

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი