უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 იანვარი, 2017 14:00
font-size

საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებთ, საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული.

როგორც კობახიძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვენეციის კომისია წარადგენს.

“განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ იქნება მოწოდებული. ჩვენ განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენი ეს განაცხადი რა თქმა უნდა, შესრულებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.

ნინო ექვთიმიშვილი

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი

2 მარტი, 2021 , 19:02

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომ

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა

2 მარტი, 2021 , 17:43

მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა, - ამის შესახებ წამყვანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ &bdq

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია

2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობის

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი

2 მარტი, 2021 , 16:00

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, - აცხადებს საპარლამენ

რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე

2 მარტი, 2021 , 16:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს და ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია

2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომ