უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2019 22:02
font-size

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 10 465,0 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს.

სოციალური დანახარჯებისთვის, დამატებით, გამოყოფილია 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც,შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა, ხოლო 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.

2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ იგეგმება150 ლარიანი ზრდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის.

ფრაქციამ - „დამოუკიდებელი დეპუტატები“ სახელწოდება შეიცვალა

15 აგვისტო, 2020 , 14:45

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" ოფიციალური სახელწოდება შეიცვალა და საპარლამენტო საქმიანობას ფრაქცია „ჩვენი საქართველო დამოუკიდებელი დეპუტატების" სახელწოდებით განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაც

რუსეთი: კორონავირუსის 5 061 ახალი შემთხვევა, 119 გარდაცვლილი პაციენტი

15 აგვისტო, 2020 , 12:50

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 061 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 917 884-მდე გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 119 ადამიანი ემსხვერპლა. კ

ბატონო ბიძინა, დააკვირდით მინსკის მოვლენებს! - ანზორ ბიწაძე

15 აგვისტო, 2020 , 10:45

ცივილიზებულ სამყაროში, არჩევნებით მანიპულირება ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არავის ეპატიება, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა. ბიწაძის თქმით, მეთოდები, რომლის დახმარებ

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

14 აგვისტო, 2020 , 17:38

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. &

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია - ეს ის პრობლემაა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით - გიორგი გახარია

14 აგვისტო, 2020 , 17:22

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში - ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო, 2020 , 17:15

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან ჩვენ ხელისუფლებას და პარტიას ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ ჰყავს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე