უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 აგვისტო, 2018 14:15
font-size

საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას პასიურ როლზე, როცა ის არ იღებს რეალურ პასუხისმგებლობას ნარკოპოლიტიკაზე - EMC

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოუწოდებს პარლამენტს, აქტიურად დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე და შეავსოს ამით გამოწვეული საკანონმდებლო ვაკუუმი.

„ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აფასებს ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებებს და საქართველოს პარლამენტის წინაშე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს. კერძოდ კი სასამართლოს გადაწყვეტილებებით გაჩენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საჭიროებებს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნა უკვე წლებია, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებასაც“ ამ საკითხზე სპეციალურად ჰქონდა გამახვილებული ყურადღება წინასაარჩევნო პროგრამაში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მოლოდინი ძირითადად საქართველოს პარლამენტისკენ იყო მიმართული, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმირებისთვის სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა გააჩინეს ახალი პერსპექტივები. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ განვითარებული ზოგადი სტანდარტები და პრინციპები ამ დრომდე არ არის ასახული კანონმდებლობაში, ხოლო საქართველოს პარლამენტი კვლავაც ვერ ახერხებს ერთიანი, სისტემურად ახალი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე, 2015 წლის ოქტომბერში გამოიტანა, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების აღკვეთა ამ ქმედებაზე არსებული ერთადერთი სასჯელი იყო და მისი გაუქმებით სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნად განვითარდებოდის რისკები წარმოიშვა, საქართველოს პარლამენტს თითქმის ორი წელი დასჭირდა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად, რომლითაც ამ ქმედებაზე ახლებურად განსაზღვრა სისხლისსამართლებრივი სანქციები (ჯარიმა, ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა).

სანამ პარლამენტი 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის ახლებური სასჯელების განსაზღვრაზე მუშაობდა, საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მათგანი შეეხებოდა 0.00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ შეძენა-შენახვისთვის არსებულ სასჯელს და ამ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინი“ მოსახმარებლად უვარგისია, რის გამოც მისი შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება ასევე არაკონსტიტუციურად ცნო. მეორე გადაწყვეტილებით კი სასამართლომ ასევე საპატიმრო სასჯელი გააუქმა 151 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანა-დათესვისთვის, ხოლო 266 გრამი კანაფის მოყვანა-დათესვაზე სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლებელია ისჯებოდეს საპატიმრო სასჯელით, მაგრამ არა იმ ვადით, რომელსაც გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი კანონი ითვალისწინებდა (ექვსიდან თორმედ წლამდე თავისუფლების აღკვეთა). ზემოაღნიშნული ორი გადაწყვეტილების გამოტანიდან წელიწადზე მეტია გასული, თუმცა საქართველოს პარლამენტს ამ დრომდე არ განუხორციელებია შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა ნორმატიულ აქტებში.

ბოლო ერთი წლის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ რამდენიმე საქმეზე იმსჯელა, რომლებიც ნარკოპოლიტიკას შეეხებოდა. აღნიშულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაა, რომლითაც სასამართლომ მოახდინა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია და გააუქმა ამ ქმედებაზე არსებული ყველა ტიპის სისხლისსამართლებრივი სასჯელი. მოგვიანებით, 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით კი სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ადმინისტრაციული სანქციებიც არაკონსტიტუციურად ცნო.

როგორც აღინიშნა, საკანონმდებლო ორგანო ამ დრომდე პასიურ როლში რჩება და ვერ ახერხებს ახალი ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას. 2017 წლის ივნისის ბოლოს, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული რამდენიმეთვიანი კამპანიის, ასევე არაერთი მასშტაბური აქცია-მანიფესტაციის შემდეგ მმართველი პარტიის ხუთი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი. კანონპროექტი მიზნად ისახავს ფუნდამენტურად ახალი პოლიტიკის დანერგვას, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდება პრევენციაზე, სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებაზე. ამავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენისა და შენახვის დეკრიმინალიზაციას, ნარკოტიკული ნივთიერებების ადეკვატური და სამართლიანი ოდენობების განსაზღვრას, ნარკოტიკულ დანაშაულზე არსებული სასჯელების ჰუმანიზაციასა და ზოგადად, ნარკოტიკის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერა, მასზე ამ დრომდე არ არის საქართველოს პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. ერთ წელზე მეტი დროის მანძილზე კანონპროექტზე სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობდა მუშაობა - საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კანონპროექტ მნიშვნელოვანი შინაარსობრივი და სტილისტური რედაქტირება განიცადა, კანონპროექტის ავტორები მაქსიმალურად ცდილობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) პოზიციების გათვალისწინებას, რათა პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებისას კონსენსუსის მეტი შანსი ყოფილიყო, თუმცა როგორც აღინიშნა, კანონპროექტი კვლავაც პირველი მოსმენის ეტაპზეა პარლამენტში.

საბოლოო ჯამში, საკითხზე, რომლის მიმართაც უდიდესი საზოგადოებრივი მოლოდინი არსებობს და რომელიც არაერთხელ გახდა სოციალური დაპირისპირებების მიზეზი სახლემწიფოსა და მოქალაქეებს შორის, ამ დრომდე ვერ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას. მმართველი პოლიტიკური გუნდი საკმარისი სიზუსტით ვერ აღიქვამს პრობლემის სიმწვავეს და შესაბამისად, სისტემური რეფორმაც ხელისუფლებისთვის არ არის აქტუალური. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისისი გადაწყვეტილება, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე არსებული ადმინისტრაციული სანქციებიც გააუქმა. ამ ვითარებაში პარლამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა იმსჯელოს, ვის მიერ და რა პირობებშია მარიხუანას მოხმარება დასაშვები, როგორ შეიძლება პირმა ეს ნივთიერება მოიპოვოს და ა.შ. აღნიშნული საკითხების ფორმალური მოწესრიგების გარეშე სახელმწიფო და მათ შორის სამართალდამცავი უწყებები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ ეფექტიანად ებრძოლოდ მარიხუანას უკანონო ბრუნვას, აგრეთვე გაატარონ სათანადო პრევენციული ზომები, რათა ნივთიერება არ აღმოჩნდეს არასრულწლოვნების ხელთ.

შეჯამებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას - განსაზღვროს ახალი ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ერთი მხრივ არის ფრაგმენტული (სასამართლო ვერ გაცდება მის კომპეტენციას და ვერ განსაზღვრავს მთლიანად ნარკოპოლიტიკას), მეორე მხრივ კი ისინი ხშირ შემთხვევაში აჩენს არასწორ მოლოდინებს მოქალაქეებში. ასეთ პირობებში კი მნიშვნელოვნად რთულდება ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ რისკებსა და პრობლემებზე ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას პასიურ როლზე, რა დროსაც ის ფაქტობრივად ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ იღებს რეალურ პასუხისმგებლობას. ამის ნაცვლად, პარლამენტში აქტიურად უნდა წარიმართოს მუშაობა როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებებით წარმოშობილი საკანონმდებლო ვაკუუმების შესავსებად, ასევე ზოგადად, სისტემურად ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების მიზნით“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მინდა შევთავაზო უმრავლესობას, რომ მადლობებისთვისა და ქებისთვის ერთი დეპუტატი გამოიყოს - გიგა ბოკერია

20 თებერვალი, 2019 , 16:32

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილიც გაუფრთხილდება საკუთარ დროს და არ იქნება ნაწყენი, თუ ძალიან ბევრ მადლობას არ მოისმენს, - ამის შესახებ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია - ნატო ჩხეიძე

20 თებერვალი, 2019 , 16:10

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილ

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა - მიხეილ ბატიაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 15:40

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობ

თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს პროცესი გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გაგრძელდება - გედვან ფოფხაძე

20 თებერვალი, 2019 , 15:15

დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების პათოსს არ იზიარებს. „თუ პარლამენტი კანონპროექტს ჩააგდებს, ამის შედეგი იქნება, რომ ეს პროცესი ასე გამრუდებული მართლმსაჯულების საზიანოდ გ

ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა - `რუსთავი 2`

20 თებერვალი, 2019 , 15:15

"კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

20 თებერვალი, 2019 , 13:50

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციისა და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვ