უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 თებერვალი, 2026 17:26
font-size

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.

„ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი− X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი− XII კლასი). ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს. სამინისტრო ასევე დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს“, – ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი