უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 თებერვალი, 2017 16:20
font-size

,,საქართველოს პატრიოტები’’ პარლამენტის რეგლამენტის გადახედვას და მასში შესწორებების შეტანას მოითხოვენ

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი უნდა გადაიხედოს და მასში შესწორებები შევიდეს.

როგორც მარშანიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრობლემებია ასევე კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებით, რადგან ნაციონალური მოძრაობა ორად გაიყო.

,,საერთაშორისო ორგანიზაციებში კვოტებთან დაკავშირებით, დღემდე ჭიდილი და ომი გვაქვს. შევიტყვეთ, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გართულდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო, ახალი ფრაქციები გაჩნდა, რისი უფლებაც მათ აქვთ, მაგრამ ეს მათ საფუძველს არ აძლევს, რომ დამატებითი კვოტები მოითხოვონ - საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნდობის ჯგუფში თუ სპიკერატში. ამ ყველაფრის უფლება ბარიერგადალახულ პარტიებს აქვთ“, - განაცხადა მარშანიამ.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ისეთივე დეპუტატია, როგორც ნებისმიერი წევრი.

,,ჩვენ პარლამენტის კედლებში ნებისმერი განცხადების გაკეთებისთვის თავისუფალი უნდა ვიყოთ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. თურმე, პარლამენტის წევრს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ნებართვა სჭირდება რომ ციხეში შევიდეს და პატიმარი მოინახულოს. ეს ახალი ამბავია და დეპუტატს ზღუდავს. პარლამენტში რომ ვმუშაობდი, სხვანაირად იყო და სამართლიანად. სხვათა შორის, ეს ჩანაწერი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ნებართვას ან მიიღებ, ან - არა. ანუ, ეს ავტომატური არ არის. დიდი პატივისცემის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე ისეთივე დეპუტატია, როგორც - ჩვენ. ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნულია, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი უფროსია. ის სხდომებს უძღვება და ცდილობს, რომ პარლამენტში სხდომა მაქსიმალურად გაიმართოს. ის აპარატის უფროსია და მისი ფუნქცია იმაში გამოიხატება, რომ პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ყველაფერი გააკეთოს”, - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარლამენტში შეიქმნას სპეციალური ჯგუფი რათა მოხდეს რეგლამენტის გადახედვა.

,,ბევრი მუხლია ისეთი, რომელიც თავად კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ბევრი ისეთი პასაჟია, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, ქვეყანა თუ რა რეჟიმში მუშაობდა. ეს რეგლამენტი შესწორებული და მიღებულია სააკაშვილის უზურპაციის დროს. პარლამენტი რაღაც-რაღაცებს ასწორებს, მაგრამ ის იმ ტემპში არ ხდება, რა მოცულობაშიც პარლამენტმა უნდა გადახედოს, ძალიან მანკიერი და ხშირად უზურპირებულ ნორმებს, რომელის სააკაშვილის დროს იყო მიღებული. პარლამენტის რეგლამენტზე მუშაობა აუცილებელია. ბაქრაძის მიერ ხელმოწერილი რეგლამენტი, როგორი იქნება? ამ რეგლამენტის მანკიერება საკუთარ თავზე განვიცადეთ და ჩვენი სათქმელი ვერ ვთქვით. სიტყვით გამომსვლელებში გუშინ ბოლოს ჩამწერეს, მაგრამ გააფრთხილეს, რომ ვერ მოვასწრებთო.

უმრავლესობას არ მოვეშვებით, სანამ ბოლომდე არ გავიტანთ,”-განაცხადა ადა მარშანიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში - დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

21 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოქვეყნებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც მისი გვარიც ფიგურირებს. ყოფილი მინისტრის შეფასებით, მისი გვარი

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 20 სექტემბრის  სხდომაზე  რეკომენდაცია გამოსცა. აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლ

როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან - ნატო ჩხეიძეს გამოძიების იმედი არ აქვს

21 სექტემბერი, 2018 , 16:00

პარლამენტის დეპუტატი  ნატო  ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს გამოეხმაურა. ჩხეიძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საქმეს სათანადოდ გამოიძიებენ. „მე ვფიქრობ, რომ როგორც წე

თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციასშეხვდა

21 სექტემბერი, 2018 , 15:15

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა

ნატო-ს პოზიცია მყარი და ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - როუზ გოტემოლერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარ

პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაეცემა

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`