უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
,,საქართველოს პატრიოტებმა’’ შესაძლოა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადონ
ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები’’ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს.
როგორც ფრაქციის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი განმარტავს, შესაძლო პროტესტის მიზეზი პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში დეპუტატთა კვოტირების პრინციპია.
კერძოდ, მისი თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის’’ წევრები არ არიან წარდგენილი ევროპულ დელეგაციებში, მათ შორის ეუთოში.
როგორც ინაშვილი ამბობს, შეთავაზებული მუდმივმოქმედი დელეგაციებიდან მათი პარტიისთვის არცერთია მისაღები.
„ევროპულ საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი და რჩება მარტო ორი პარტია, ორი შეხმატკბილებული პარტია. თუ არ გვექნება საშუალება ამ დელეგაციებში ვიყოთ სრულფასოვნად წარმოდგენილები, მე ვფიქრობ, რომ არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას. ჩვენ ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში,“-განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი