უკან

პოლიტიკა

21 მაისი, 2018 15:10
font-size

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

2018 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლი მთელი წლის განმავლობაში გასტანს, თუმცა განსაკუთრებული ინტენსივობით მაისის თვე გამოირჩევა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. „ანკარის ტყუპი ცათამბჯენი“; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე განათებული იქნება კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში: ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც, დუბლინის ცენტრში, კანადაში, ოტავას მერიის შენობასა და სხვა ცენტრალურ შენობებზე.

საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეუერთდება ლიტვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგ მონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშინეუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.

საჯარო საზეიმო ღონისძიებების პარალელურად ხორციელდება მთელი რიგი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეებისა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს 100 წლის საიუბილეო მიღებები გაიმართება აშშ-ის კონგრესში, აშშ-ში საქართველოს საელჩოში.

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოში, გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის, ერთიანი ევროპის იდეის ერთ-ერთი ფუძემდებლის მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიღებაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით მოძიებული აქამდე უცნობი უნიკალური მასალა ამ უმნიშვნელოვანესი პიროვნების შესახებ.

ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, ECOSOC Chamber-ში გაიმართება შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო ღონისძიება. ღონისძიებაში გაერო-ს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს Thanawat Amnajanan (Chief of the United Nations Postal Administration) და გააკეთებს შესაბამის პრეზენტაციას. გაიმართება გიორგი მიქაძის კონცერტი „Georgian overtones” ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს მონაწილეობით.

გერმანიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ გამართავს საზეიმო კონცერტს გერმანიაში მყოფი QRF მე-8 კონტიგენტის 80-მდე ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ავღანეთში.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმალობაში აღინიშნება და მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი