უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსს.

მხარეებმა განიხილეს ასევე რეგიონში არსებული გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე.

ამასთან, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მყარი ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში, რის დასტურიც არის ბოლო პერიოდში ინიცირებული რეზოლუციები, ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრეს მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში, იქნება კიდევ ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან განხილული იქნას ურთიერთობის ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც გათვალისწინებულია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს და აღინიშნა, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019