უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივლისი, 2018 17:10
font-size

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართელოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრის პოზიტიური დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მამუკა ბახტაძემ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ახალი სამთავრობო პრიორიტეტები და ინიციატივები, რაც დონალდ ტუსკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა, განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ მიმართულებაზე.

აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ითქვა, რომ ქვეყნის წარმატებები - შეგნეგის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის კუთხით, აგრეთვე, ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მიმართულებით სამაგალითოა, რამაც ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო თანამშრომლობის ახალ ფორმატს საქართველოს მთავრობასა და ევროპულ კომისიას შორის. აღინიშნა, რომ მაღალი დონის ფორმატი ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის განვითარებასა და საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ლიდერის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

აგრეთვე, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით და ყურადღება დაეთმო შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი - საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და აგრეთვე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი