უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2017 16:00
font-size

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

,,დღევანდელი თარიღი არის ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ შეძლო მე-20 საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს შევქმნათ უფრო მეტი სიმბოლიკა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მოვიხსენოთ ისინი-ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

,,მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას. ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვიხსენიოთ ისინი, მათ შორის სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ადამიანებმა უდიდესი ისტორიული საქმე გააკეთეს ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, ამიტომ ჩვენი ვალია მათი ხსოვნის პატივისცემა”, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი იუნკერთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი