უკან

პოლიტიკა

4 ივნისი, 2020 17:30
font-size

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

საუბრისას ხაზი გაესვა კრიზისის პირობებში პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას, საქართველომ და ალბანეთმა ერთად უნდა მოძებნონ გლობალური პრობლემებზე თანამშრომლობის საშუალებები.

ალბანეთმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

მხარეებმა საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა ალბანეთის პრეზიდენტს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირთან უფრო აქტიური თანამშრომლობისა და დაახლოებისათვის უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პერიოდში, როცა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობაა საჭირო, არ შეწყვეტილა და გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი.

საუბარი შეეხო ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის საკითხს. იმის გამო, რომ საქართველოდან ალბანეთში პირდაპირი ფრენები არ არსებობს, საქართველოს და ალბანეთის პრეზიდენტმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე