უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2016 14:30
font-size

საქართველოს პრეზიდენტი აშშ თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს მაიკლ კარპენტერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს ხელმოწერილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს გაუსვეს ხაზი. მხარეებმა ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში დაიწყებს. აღინიშნა, რომ პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

„მაიკლ კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

აღინიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ყურადღებით დააკვირდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას.

გიორგი მარველაშვილმა მაიკლ კარპენტერს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება მიმდინარეობს, სიცრუეს უწო

მეორე ტურის წინ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 19 პირი წავიდა - მირდატ ქამადაძის აზრით, ამ ფორმით ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდ

ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობენ. "საერთაშორისო გამჭირ

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუ

მოვუწოდებდი არასამთავრობოებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დარიგებულ ვაუჩერებზე ყურადღება გაამახვილონ - გია ვოლსკი

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე საუბრისას მესამე სექტორი ცალმხრივ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მიდგომაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის საბანკო დავ

საია-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ხელისუფლება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებს

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`