უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2019 17:42
font-size

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი მიიღო.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები და საქართველო-სლოვაკეთის ურთიერობის გაღრმავების მიმართულებები.
ხაზი გაესვა ეუთო-ს მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.

შეხვედრისას განიხილეს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მუშაობის პრიორიტეტები, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის უმძიმესი შედეგები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო.

სალომე ზურაბიშვილმა და მიროსლავ ლაიჩაკმა ისაუბრეს საქართველო - სლოვაკეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებასა და გაღრმავებაზე, მათ შორის, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავრსტიაში და ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით დონდუა.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს

16 თებერვალი, 2019 , 10:15

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონ

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მამუკა ბახტაძესთან ერთა

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფო

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, მარზუკ ალი ალ გჰანიმს შეხვდა. მხ

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

უკვე თვენახევარია, რაც ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, „გაზპრომსა” და ქართულ მხარეს შორის, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანსპორტირების შესახებ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებულ