უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2018 15:05
font-size

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგელაშვილის მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგელაშვილის მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

პრეზიდენტის მილოცვა მარნეულში, საზეიმო ღონისძიებების დაწყებისას, ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო:

“გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს,

გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს.

ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები ერთად ვქმნით იმ დოვლათს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას: შრომა და შრომისმოყვარეობა - ეს სწორედ ის სიმდიდრეა, რომელიც აზერბაიჯანელ ხალხს ამშვენებს და სამაგალითოა სხვა ერებისათვის. შეგიძლიათ თამამად იამაყოთ, ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში, თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით.

დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს.

ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს, იგივე „გაზაფხულის ბუნიობას“, ყოველწლიურად სამი დღის განმავლობაში, 20-21-22 მარტს აღინიშნავენ.

ნოვრუზ ბაირამის დღეებში, ძველი ტრადიციების თანახმად, მზადდება მრავალფეროვანი ტკბილეული (შექერბურა, ბადამბურა, ფახლავა, გოღალი) ღებავენ კვერცხებს, სადღესასწაულო ხონჩაზე ბევრ ტკბილეულს, ანთებულ სანთლებს და ჯეჯილს დებენ, ეზოში ინთება კოცონი.

ცირა გურგენიძე

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

27 ნოემბერი, 2020 , 16:56

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპ

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის