უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2017 18:20
font-size

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა

მარგველაშვილის განცხადებაში ნათქვამია,რომ გლობალიზაციის პროცესებმა მასოფლიო ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთს დაახლოვა.

მედიანიუსი პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„გლობალიზაციის პროცესებმა მსოფლიო ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა. მან ასევე გვაჩვენა, რომ პლანეტაზე - ჩვენ საერთო სახლში, არა მხოლოდ უკეთესი მომავლის პროექტები, არამედ საფრთხეები და გამოწვევებიც გვაერთიანებს. მსოფლიო ქვეყნებს ერთმანეთისაგან საზღვრები ყოფს, მაგრამ ეკოლოგია საზღვრებს არ ცნობს. გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დარღვევა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების გაღარიბება, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების სწრაფი ხარჯვა და მრავალი სხვა პრობლემა მოქმედებს თითოული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ვითარების შესაცვლელად საჭიროა ყველა ქვეყნის, თითოული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევა. ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ემსახურება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1972 წელს დაარსებული გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც დღეს აღნიშნავს მთელი მსოფლიო. ახალი ეკოლოგიური აზროვნების საფუძველზე გლობალური გაერთიანების საუკეთესო მაგალითია 2015 წლის პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ორასამდე ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა. მჯერა, რომ მსგავსი ერთიანობით, გლობალური ძალისხმევით შევქმნით მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ და ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში, ბუნებასთან ჰარმონიაში ვიცხოვრებთ“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`