უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2016 11:20
font-size

საქართველოს პრეზიდენტი ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის საკრებულოში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი საზეიმო მიღებას პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კათოლიკოს პატრიარქთან ერთად დაესწრო.

„მსურს დღევანდელი დღე მივულოცო ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ხვალინდელ დღეს ემსახურებიან.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 25 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, მყისიერადვე დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ იწყებდა განმტკიცებას, ქართველი დიპლომატები თავიანთი საქმიანობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამტკიცებდნენ ამ ქვეყნის იმიჯს, რომელიც რეალურად აერთიანებს ევროპასა და აზიას და შესაძლებლობას ქმნის უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობისათვის”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციასშეხვდა

21 სექტემბერი, 2018 , 15:15

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა

ნატო-ს პოზიცია მყარი და ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - როუზ გოტემოლერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარ

პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაეცემა

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგა

მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:00

სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმ

მინისტრებისთვის ძვირადღირებული მანქანების გამოძალვა - „კურიერი“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ ჩანაწერს ავრცელებს

21 სექტემბერი, 2018 , 14:00

„რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც ისევ ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი. აღნიშნულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაში &bd

მამუკა ბახტაძემ და მაიკლ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`