საზოგადოება

„გთხოვთ, იფიქრე საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება` - კოლეგები მზია ამაღლობელს მიმართვენ
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს! - პარლამენტთან "ბათუმელების" დირექტორის მხარდამჭერი აქცია იმართება. ჟურნალისტის მეგობრობებმა და კოლეგებმა საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და "ბათუმელების" დირექტორს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვეს.
“მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერე პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენს გვერდით ვართ შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები. გთხოვთ, იფიქრე საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები. თავისუფლება მზიას!, - განაცხადეს აქციაზე.
მზია ამაღლობელის კოლეგები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. შალვა პაპუაშვილმა არც ჟურნალისტების ესემეს შეტყობინებებს უპასუხა.
დაგეგმილია ჩემი ლიკვიდაცია, რასაც რუსული რეჟიმი „ეფესბესთან“ ერთად ხელმძღვანელობს - გიორგი ჩიკვაიძე
29 აპრილი, 2025 , 18:37
სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვანები
29 აპრილი, 2025 , 14:06

საქართველოს ბანკსა და „Bene Group“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28 აპრილი, 2025 , 18:38

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
28 აპრილი, 2025 , 16:40

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება
28 აპრილი, 2025 , 13:36

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა
28 აპრილი, 2025 , 12:33