უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 სექტემბერი, 2020 16:45
font-size

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენისათვის, რომელიც ადამიანის უფლებებს, სოციალური უფლებების გაძლიერებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხებოდა.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის პრიორიტეტებზე, რომელიც სასამართლო რეფორმას, ოჯახური ძალადობისა და ქალთა და გოგონათა სოციალური უფლებების გაძლიერების მიმართულებით განხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქალთა და გოგონათა სოციალური უფლებების გაძლიერების მიმართულებით ყველა ახალი სასარგებლო იდეისა და ინიციატივის განხორციელების ნაწილში.

შეხვედრისას მხარებმა იმსჯელეს ასევე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ მიმართულებით საერთაშორისო დონორების მხარდაჭერისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საექსპერტო ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას.

გიორგი ვაშაძე - საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე, ამ ყველაფერმა არავინ შეგაშინოთ, მოდით არჩევნებზე

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და გაუგონარი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე. მოსყიდვა, დაპირისპირება და ზონდერ ჯგუფები, აი, ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება არჩევნებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღ

ნიკა მელია - მივმართავ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები

ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო - მიხეილ სააკაშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 16:35

ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო –ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა

ველოდები არაორპოლუსიან, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტს- გიორგი მარგველშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლების ცვლილების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის რიგები და მაღალი აქტივობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ნიშნავს

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 21:06

მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ

მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 19:06

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული