უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მაისი, 2018 20:59
font-size

საქართველოს პრეზიდენტი სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კამპანიის - "რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" ფარგლებში ეწვია. შეხვედრას, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში გახსნა, სტუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებსა და დამოუკიდებლობის წლებში მიღებულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქართველმა ერმა ერთად უნდა იფიქროს იმ ასწლეულზე რომელიც გაიარა და სწორედ ამ ჭრილში გაიაზროს ხვალინდელი დღეც, თუ რა არის გასაკეთებელი და რის შექმნას აპირებს.

„საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნა თავის კულმინაციას მიაღწევს 26 მაისს, როდესაც ჩვენ, მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენს არაერთ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ერთად, ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მნიშვნელოვანია, როგორ შევქმნით ამ ერთ კვირას და გავატარებთ ამ ერთ კვირას, რა აქცენტებს გავაკეთებთ, რა გზავნილს გადავცემთ მსოფლიო საზოგადოებას და ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საიუბილეო თარიღის აღნიშვნა დღეიდან დაიწყო და მიმდინარე კვირაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

„მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში... პირველი, რითაც დაიწყო ეს კვირა - დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ, არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დავაჯილდოვე ღირსების ორდენით. ტრაგიკული მოგონებებით დავიწყეთ ამ თარიღის აღნიშვნა, მაგრამ შინაარსი არის მართლაც უმნიშვნელოვანესი. არჩილ ტატუნაშვილი ქართველი ჯარისკაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავდა ერაყში. 2008 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის ქმნიდა და ამყარებდა ძალიან მნიშვნელოვან რამეს - ურთიერთობას ქართულ და ოსურ, ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილ საზოგადოებებს შორის, რათა გაემთლიანებინა ჩვენი საზოგადოება. ის ამ საქმეს აკეთებდა არა როგორც სამხედრო, არამედ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე. სწორედ ამ საქმის გამო იქნა ის იდენტიფიცირებული და წამებით მოკლული. ეს ვითარება აღწერს ჩვენს მდგომარეობას რეალურად, არა 100 წლის, არამედ ბოლო 200 წლის განმავლობაში, იმ ბრძოლას აღწერს, რომელიც ჩვენ მოგებულიც გვაქვს და ამ ბრძოლაში მომავალი გამარჯვებებიც გველის. რადგან ქართული სახელმწიფო, რომლის შვილებიც ასე გმირულად ემსახურებიან სამშობლოს, დაუმარცხებელია. ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, ჩვენ რეალურად მოგებული გვაქვს, რადგან ბრძოლის მთავარი აქცენტი გადის რწმენაზე, რომ გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, ეროვნული და პროგრესული. ამ რწმენას ვერ შეცვლის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გავლებული მავთულხლართები, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები... ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ვაშენებთ. სწორედ ამ აფონზე აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს და შექმნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო ყველაზე სწორი გზა, რადგან მათ ზუსტად დაინახეს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წინაპირობაა.

"პირველმა რესპუბლიკამ შექმნა პირველი კონსტიტუცია, ეს დახვეწილი, დემოკრატიული, ევროპული, უმაღლესი სტანდარტით შექმნილი დოკუმენტი. დამოუკიდებლობა პირველი ეტაპია. თავისუფლება კი გაცილებით მაღალი ხარისხის ფენომენია, როდესაც დამოუკიდებლობამიღწეულ ერს გააზრებული აქვს თავისი მისია. ამ გააზრებას უნდა თან ახლდეს ქმნადობისა და განხორციელების უნარი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები დაინტერესდნენ სხვადასხვა საკითხით, მათ შორის: რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოგვარების, განათლების პოლიტიკის, პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევისა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონკრეტული მინისტრის და სამინისტროს საქმიანობას ვერ შეაფასებს, რადგან ამისთვის კომპეტენტური ორგანო პარლამენტია. თუმცა, მისივე თქმით, არ იყო ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც სიტუაციას განმუხტავდა, რადგან ნარკორეალიზატორების დაკავებიდან, რაც ჩვეულებრივი ყოველდღიური რუტინაა, ქვეყანა დაძაბულობამდე მივიდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა აღიკვეთოს ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება.

"ნებისმიერი ძალადობა, ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ამ თემებს არ მიხედავს, დაზარალდება არა მხოლოდ ადამიანის უფლებები, არამედ დაიწყება სახელმწიფოს დასასრული.

როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია - ეს უნდა გვქონდეს ზუსტად გააზრებული. ლეგიტიმური ძალადობის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. ამ დათქმის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელსაც სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ჰქვია, სწორია, რადგან ახლა რუსეთის ფედერაცია არ არის მზად აღიაროს მეზობლების ინტერესები და შესაბამისად, ამ ურთიერთობების დასარეგულირებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

"ამის საბუთი არა არის მარტო 2008 წელი, ამის საბუთია 2014 წლის უკრაინა, ისევ აგრესიული ქმედება, ისევ ოკუპაცია. 2014, ისევე როგორც 2008, იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ნათელი გამოვლინება იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რაც განაცხადა პუტინმა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე, რომ რუსეთის სამეზობლო რუსეთის პრივილეგირებულ ინტერესებს წარმოადგენდა - აი ეს პოლიტიკა გაცხადდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკის რიტორიკა შევნიშნეთ რუსეთისგან. 2018 წელს გაკეთებული განცხადებები ცივი ომის რიტორიკას ატარებს. ამიტომ რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ადეკვატურია. ამიტომაც, ვაშინგტონში ყოფნისას აქტუალურად დავაყენე საქართველოს სტრატეგიული მხარდაჭერის კანონის შექმნა, რადგან, ჩვენ გვჭირდება მეტი მხარში დგომა და ბევრად მეტი დაცულობის გარანტია იმ მომენტამდე, ვიდრე გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სტუდენტები დაინტერესდნენ იმითაც, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და შექმნის თუ არა საკუთარ პარტიას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, "მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ორი მნიშვნელოვანი თარიღის კუთხით. ეს არის 26 მაისი და ნატო-ს სამიტი. ორივე შემთხვევაში, პრეზიდენტის ჩართულობა და როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია. არ მგონია, რომ ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაშია ცართული და შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებისთვის. ეს არ იქნება კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორივე თარიღის მიმართ აბსოლუტურად ერთიანი. შესაბამისად, ამ თარიღებამდე არ ვაპირებ პოზიციის დაფიქსირებას".

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი