უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 იანვარი, 2017 15:40
font-size

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში შობისა და ნათლისღების სადღესასწაულო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

პრეზიდენტის მრჩეველმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა პირადად გადასცა, - აცნობეს მედიანიუსს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან.

„დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ პრეზიდენტის სახელით ჩვენს სომეხ თანამემამულეებს მივულოცოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვოთ მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და კეთილდღეობა,“- განაცხადა სოფიო შამანიდმა.

საშობაო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერი წარმატებული მოდული &

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტ

„ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.