უახლესი ამბები
- 16.02.2019 13:42ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 12:57დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი
- 16.02.2019 12:35დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- 16.02.2019 12:35მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- 16.02.2019 12:35,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”
- 16.02.2019 12:06სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია
- 16.02.2019 11:54ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)
- 16.02.2019 11:35აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი
- 16.02.2019 11:35პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი
- 16.02.2019 11:35სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა
არქივი
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან და პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ეწვია და დაათვალიერა ბაზები, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.
,,საქართველოს პრეზიდენტი პირადად მისი და ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ქართველ სამხედროებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის, ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობით, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი იმ უდიდესი წვლილისათვის, რომელიც აღიარებულია საქართველოს პარტნიორების მიერ”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დეტალურად მიმოიხილა ის შეხვედრები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტისას გამართა.
,,საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან,
„მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილერთან,
ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ავღანეთის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდაჭერის საკითხი, ასევე ავღანეთის მზადყოფნა, გაეცნოს და გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ეკონომიკური და საპოლიციო რეფორმების მიმართულებით”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს ხურვალეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული, მორიგი პროვოკაცია, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.
,,ამას ადასტურებს ეუთოს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტი საქართველოში. 10 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქათველოს პრეზიდენტს შეხვდა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა.
ამევე დროს, ვეხმაურებით აშშ-ს კონგრესის რეზოლუციას
საქარველოს პრეზიდენტი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადებას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის აქტი იქნება“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას საფრანგეთსა და გერმანიაში პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
,,17-19 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.
დაგეგმილია შეხვედრები UNESCO-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან.
იგეგმება სხვა, არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედია საშუალებებთან, რომელთა შესახებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას გაავრცელებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რეგიონების განვითარებას, მათ შორის მათი კულტურული პოტენციის წამოწევას, პრეზიდენტი საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. შესაბამისად, გასული კვირის დასასრულს სალომე ზურაბიშვილი იმერეთში იმყოფებოდა. გამართული შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა მხარის განვითარების მიმართულებები და შესაძლებლობები.
,,ამ მხრივ, აღსანიშნავია პრეზიდენტის პატრონაჟი ქრთულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის საქმიანობის მხარდასაჭერად.
აღნიშნული მისია იმერეთში ქუთაისის ძველ კოლხურ კულტურულ ლანდშაფტს იკვლევს.
იმერეთში გაჟღერდა ასევე პრეზიდენტის ინიციატივა, ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობისთვის საერთაშორისო საკონფერენციო ფუნქციის მინიჭების თაობაზე, რაც არა მხოლოდ ქვეყნის პოპულარიზაციას, არამედ მხარის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, პრეზიდენტი გაეცნო იმერეთის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით, - სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ქუთაისი-წყალტუბოს ერთიანი კონცეფციის ჭრილში ბალნეოტურიზმის წახალისების მიმართულებებს”, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი
16 თებერვალი, 2019 , 11:35

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს
16 თებერვალი, 2019 , 10:15

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
15 თებერვალი, 2019 , 16:40

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:35