უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2018 16:00
font-size

საქართველოს პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინისთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ქვეყნის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღმაშფოთებელია ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე აფერხებს. შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს. საუბარი შეეხო, გასულ წელს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი კვლავ არ დარჩეს.

ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების საქმიანობა, რომელიც მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. ასევე, აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმების განხორციელება ევროკავშირისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და ევროკავშირი მზადაა ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღინიშნა, რომ ევროკავშირს და საქართველოს აქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის. საქართველოს მიზანი კი ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ხაზი გაესვა დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებას ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი