უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აპრილი, 2019 16:20
font-size

საქართველოს პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალ ალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ბოდბის მონასტერი მოინახულა, ტურიზმის ამ მიმართულების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

არჩილ თალაკვაძე ელიზაბეთ რუდს და კარლ ჰარცელს შეხვდა

19 ნოემბერი, 2019 , 19:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრ

`სამოქალაქო მოძრაობა` მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს - ალეკო ელისაშვილი

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლასა და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციური ბრძოლის

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა,

გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად - დიმიტრი ხუნდაძე

19 ნოემბერი, 2019 , 14:20

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწ

დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს - საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა. მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერი, 2019 , 10:55

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრას ქართული მხრი