რეგიონები


საქართველოს პრეზიდენტმა ხურვალეთში მცხოვრებ დათა ვანიშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრები დათა ვანიშვილი მოინახულა, პრეზიდენტის მადლობის წერილი და საახალწლო მილოცვა გადასცა.
რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მოახერხა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მავთულხლართების გადმოლახვა.
კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დათა ვანიშვილს ამ სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენისათვის.
„2016 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აწარმოა მასშტაბური კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.
და აი, ამ ფონზე, ბატონმა დავითმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი ეზო მავთულხლართებით აქვს შემოსაზღვრული, ვერ დაუდეს საზღვარი მის თავისუფლებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და სამოქალაქო თვითშეგნებას. მან ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გადმოიარა მავთულხლართები და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
მე მაქვს დღეს დიდი პატივი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ჩამოვსულიყავი, გადმომეცა მისთვის პრეზიდენტისაგან მადლობის წერილი და მიმელოცა ახალი წელი სიმბოლური საჩუქრით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძის განცხადებით, ბატონი დავითის სამოქალაქო გმირობა მაგალითია თითოეული ქართველისათვის.
„ვფიქრობთ, რომ გაიზრდება არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა, თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ ბატონი დავითის ქმედებას, თუ თითოეული ადამიანი, რომელიც ყოყმანობს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, გაიხსენებს მის სამოქალაქო გმირობას“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
დათა ვანიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისათვის.
საკვანძო სიტყვები:

მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი` კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც - ნათია თურნავა
8 აპრილი, 2021 , 19:35

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს
7 აპრილი, 2021 , 12:30

სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება, რომელიც პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოდან მიიღებს
7 აპრილი, 2021 , 10:45

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდე ჩამოიშალა - მოძრაობა დაკეტილია
6 აპრილი, 2021 , 12:45
იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება
6 აპრილი, 2021 , 11:10
ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
5 აპრილი, 2021 , 14:35