უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2016 14:15
font-size

საქართველოს პრეზიდენტმა “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამი “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კლუბის წევრებმა და საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე შედიოდნენ, განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შედგა ძალიან ღია საუბარი საქართველოსათვის მნიშვნელოვან თემებზე, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

საფრანგეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემების ფართო სპექტრს, როგორც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპაციის თემებს.

“დღეს საფრანგეთი მომავალი არჩევნებისათვის მზადების პოლიტიკურ პროცესშია და ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ პოლიტიკურ წრეებამდე და მაქსიმალურად გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პოლიტიკურ წრეებში'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

როგორც კლუბის თავმჯდომარემ ჟან პოლ კარტერონმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს.

შეხვედრისას საუბარი პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროების განვითარების თემებსაც შეეხო, მათ შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს