უკან

პოლიტიკა

14 მარტი, 2018 10:40
font-size

საქართველოს პრეზიდენტმა სენატში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.

სენატორებთან: რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, ამ თანამშრომლობის შედეგები.

"დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

"ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები. ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ ნატო-ს წევრობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საქართველოსათვის რეალობად იქცეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს - რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეერთებული შტატების და ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია რეგიონში და მნიშვნელოვანია მისი როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის აქტივობები, რომელიც დღეს, ამ ვითარებაში, არსებულ პოლიტიკურ ფონზე ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

დავით ზალკალიანმა შვედეთის ზაფხულის დღესასწაულსა და ელჩის გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

22 ივნისი, 2018 , 11:00

სააგრეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის ელჩის, მარტინა ქუიქის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. მინისტრმა შვედებს ასევე შუა ზაფხულის დღესასწაული მიულოცა.&nb

არავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ისე რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია - დავით ზალკალიანი

21 ივნისი, 2018 , 17:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკას უპასუხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალობის თაობაზე. მან გააკრიტიკა ოპონენტები, რომელთა

გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა

21 ივნისი, 2018 , 17:35

ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას, კერსტი კალიულაიდს კადრიორგის სასახლეში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესტონეთი

ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

21 ივნისი, 2018 , 17:35

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბაურჟან მუხამედჯანოვმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ო

მამუკა ბახტაძემ მინისტრების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

21 ივნისი, 2018 , 17:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად შეუდგა. ბახტაძემ ადმინისტრაციის სამოქალაქო შესასვლელით ისარგებლა, სადაც მას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდა. პრემიერ

უმჯობესია, თეა წულუკიანმა, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე - დავით ჭიჭინაძე

21 ივნისი, 2018 , 16:40

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ თეა წულუკიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია „იმედზე“ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. დეპუტატის თქმით, უმჯობესია, რომ წულუკი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან