უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მაისი, 2019 13:00
font-size

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში უსაფრთხოების კონფერენციის ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ურსულა ფონ დერ ლეიერნთან ერთად მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ლენარტ მერის სახელს ატარებს, რომელიც 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი იყო.

ღია დისკუსიას ,,ერთი წარსული - ბევრი მომავალი" მოდერაციას ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი უწევდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლენარტ მერის გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ევროპული და მსოფლიო პოლიტიკა ლენარტ მერის მსგავსი ადამიანების დანაკლისს განიცდის.

სალომე ზურაბიშვილმა რუსული აგრესიის, ოკუპაციის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საკუთარ წარსულს მთლიანად ევროპულ წარსულად მიიჩნევს, თავს ძველ ქრისტიანულ ქვეყანად თვლის, ზოგჯერ უძველეს ევროპელადაც მოიხსენიებს და სწორედ, ეს განაპირობებს ჩვენს დღევანდელობასა და გარკვეულწილად, ჩვენს ქცევასაც. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დიდი გაურკვევლობის შუაგულშია და ამდენად, მისი მომავალი შესაძლოა, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურებოდეს.

,,ევროკავშირშიც გაურკვევლობაა, არ არის გარკვეული მისი მომავლის განვითარების ფორმები და ვისთან ერთად მოხდება ამ მომავლის შექმნა. გაფართოების გზით, თუ მის გარეშე, როგორი იქნება მისი ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან. დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროკავშირი რუსეთისაგან ძალიან იზოლირებულია, რომელიც ძალის გამოყენებით მის გაყოფას ცდილობს. ასევე, ჩინეთი ცდილობს მის გაყოფას. ხანდახან არსებობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან გაუგებრობა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ არ არის ნათელი ევროპის მომავალი.

თუ შევხედავთ საქართველოს, აქ უფრო მეტი გაურკვევლობაა: ომით, იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციით, ჩვენი სახლების მიღმა და დედაქალაქიდან 30 კილომეტრში გავლებული საოკუპაციო ხაზით.

რუსეთს არ შეუცვლია საკუთარი დამოკიდებულება და არც მისი შეცვლის მზაობა ჩანს. პირიქით, რუსეთი განაგრძობს აგრესიის და პროვოკაციის გზას.

პროვოკაციით და აგრესიით გადაადგილდება საოკუპაციო ხაზზე. აშენებს სამხედრო ბაზებს, მიჰყვება რუსიფიკაციის პოლიტიკას, რაც მე-19 საუკუნესა და მაშინდელ რუსიფიკაციას გვახსენებს.

რუსეთის მხრიდან ასევე ხორციელდებოდა მუქარა, როცა საქართველომ თავის ტერიტორიაზე ნატოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩვენ ვერაფერს მოვიმოქმედებდით, რადგან უკვე ვიხილეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას. ყველაფერი ეს არ გამოიყურება ძალიან პერსპექტიულად. შესაბამისად, მომავალი საკმაოდ გაურკვეველია.

რუსეთის სამეზობლოს ირგვლივ არსებული გარემო ძალიან ნათელია. რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შავი ზღვის სხვა მხარესაა.

შავი ზღვაც გარკვეულწილად დაუცველია. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ შავი ზღვა ევროპასთან დამაკავშირებელი ზღვა გახდეს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ დაუცველობამ.

ჩვენ ასევე ახლოს ვართ ახლო აღმოსავლეთის რეგიონებთან. ჩვენთვის არ არის ნათელი თუ რა მომავალი ექნებათ მათ.

ჩვენთან ახლოს მდებარეობს თურქეთი, რომლის პერსპექტივა ევროკავშირის წევრობაზე კვლავ არ არის ნათელი. ჩვენ არ ვიცით თუ რომელ გზას აირჩევენ ისინი. ყოყმანობენ, რომ დაუახლოვდნენ რუსეთსაც.

ჩვენ კი, კვლავ ვცდილობთ განვვითარდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია, ეკონომიკა, კავშირები ევროკავშირთან, რაც ასევე გაურკვეველია. თუ წარმოვიდგენთ ისეთ სურათს, რომ შესაძლოა, უცაბედად დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, ასევე, ნატოს სოლიდარობის პერსპექტივა და თუ ეს ორი ძალა რამენაირად შესუსტდება, ჩვენ დავრჩებით მარტო და იზოლირებულნი, სამომავლო პერსპექტივის გარეშე.

ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ევროპაზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოპულისტურ მოძრაობას და სკეპტიციზმს, ეჭვებს და კითხვებს, თუ ევროპული საზოგადოებრივი აზრი, ერთი წამით წარმოიდგენს, რა იქნება ევროკავშირისა, ან ნატოს გარეშე, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან ბნელი სამყარო.

შესაბამისად, თქვენი პანელის სახელწოდების საწინააღმდეგოდ, მე ვთვლი, რომ ჩვენ სხვა მომავალი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საერთო მომავალი, რომელიც ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა და ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა, რაზეც საკმაოდ ნათლად ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენი მოსახლეობის 85%,-ს მტკიცედ სწამს, რომ ეს ვერ და არ შეიცვლება, რადგან სხვა პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ჩვენ ვართ პატარა ენთუზიასტები თქვენს საზღვრებს გარეთ და მზად ვართ გადმოვადგილდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,მე, პირადად ძალიან მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ ვერ შევძელით საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, მაგრამ ეს პერსპექტივა ჩვენთვის ძალიან ნათელია" ,- აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკიმ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამოდიოდა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერ და მდიდარ სამხედრო თანამშრომლობას.

„ჩვენთვის დიდი პატივია ერთად ვიყოთ ავღანეთში, 600 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.როდესაც იქ ხარ იზიარებ და გამოძრავებს საერთო ღირებულებები, გრძნობ საერთო ფესვებს, კულტურას, ენთუზიაზმს, ცოდნას და საერთო ხედვას თუ რატომ ვართ იქ და ვიცავთ ამ ღირებულებებსა და მშვიდობას", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კონფერენციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის პერსპექტივებთან მიმართებაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი