უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2020 13:20
font-size

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ კანონპროექტის დაამტკიცებას ეხებოდა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.


მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა და სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის.

„მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები არიან.

„მათი მხრიდან ნათქვამი, გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, ეს პროცესი, ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები, ეს ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება თუ მმართველი პარტია. ყველამ ერთად, ღირსეულად და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, “ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა.

„მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის, იგივე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება. ეს ყველაფერი ხდება. ასეთი რაღაცეების ხდება ხოლმე. უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში, შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია. ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, არა, ეს უნდა მოვისმინოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ, არც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი არ ემუქრება, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არაფერი არ ემუქრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პატრიარქის ცრემლები – აგვისტოს ომის უმძიმესი კადრები

8 აგვისტო, 2020 , 14:55

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს. „2008 წლის, აგვისტოს უმძიმესი დღეები. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, ჩვენი ქვეყნის გმირ შვილებს. ღმერთმა გადაარჩინოს და

“ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პერიოდზე, მოლოდინებზე, კამპანიაზე, პრიორიტეტებზე” - ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი და სასამართლო რეფორმა ი

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია - სალომე ზურაბიშვილი

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის, – ამის შესახე

მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება

7 აგვისტო, 2020 , 15:55

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთა

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

7 აგვისტო, 2020 , 15:15

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე