უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აპრილი, 2017 14:55
font-size

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კამპანიას - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“

საქართველოს პროკურატურა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში აგრძელებს კამპანიას - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“. კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონის პროკურატურების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სკოლის მოსწავლეებითვის სატრანსპორტო დანაშაულებისა და ავტოსაგზაო დარღვევების პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს.

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ქალაქ მცხეთის N1 და N2 საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის ავტოსატრანსპორტო დანაშაულებზე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას იმიტირებული ავტოსაგზაო შემთხვევის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ქვეითად მოსიარულე მოქალაქის მიერ წითელ შუქნიშანზე, აკრძალულ ადგილზე გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრამვა მიიღო. შედარებისთვის ასევე ნაჩვენები იყო როგორ გადადის მოქალაქე უსაფრთხოდ ზებრა გადასასვლელზე და მწვანე შუქნიშანზე.

კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში მცხეთის საჯარო სკოლების დაახლოებით 150-მდე მოსწავლემ ქ. მცხეთის რაიონის ცენტრში, ტროტუარებზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, გაშალეს ბანერები წარწერით - „დაიცავით მოძრაობის წესები“ „ნუ გახდები მსხვერპლი“ და სხვადასხვა ამკრძალავი ნიშნებით მოსახლეობას საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

ავტოსაგზაო შემთხვევების თემაზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მასწავლებლებთან გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა გამართეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომაგისტრალებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს და ნასვამი მძღოლების საკითხებს.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები ავტოსკოლების მსმენელებს შეხვდნენ და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. მართვის მოწმობის მიღების მსურველ ახალგაზრდებს პროკურატურის წარმომადგენლებმა იმ საფრთხეების მაღალი პასუხისმგებლობით გათავისებისკენ მოუწოდეს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობას შეიძლება მოჰყვეს. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსიები ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულებზე, მძღოლების პასუხისმგებლობაზე და საფრთხეებზე, მძღოლების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე. ასევე რაიონების გათვალისწინებით მძღოლებისთვის მხედველობაში მისაღებ ფაქტორებზე.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობასთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით შეხვედრის მონაწილეებს ავტოსაგზაო შემთხვევათა ამსახველი ვიდეორგოლები, ფოტომასალა უჩვენეს, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში მესტიის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტირებული გამოძიება ჩაატარეს. მოსწავლეებისთვის ასევე გაიმართა პრეზენტაცია სატრანსპორტო დანაშაულებზე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე.

საქართველოს პროკურატურა კამპანიას - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი