უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2018 15:45
font-size

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმის მასალების საფუძველზე, საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლება აღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება რომელსაც აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი, არჩილ ტატუნაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში 2018 წლის 31 მაისს მიღებული იქნა არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით.

,,დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულნი არიან რაიმე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მრავალჯერადი ზემოქმედებით.

შესაბამისად, საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს და გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა - ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ); 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წამება - ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს“, - ნათქვამია მთტავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

WIZZ AIR „ვარდისფერი“ პარასკევის 8 დღიან ფასდაკლებას აცხადებს

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

ავიაკომპანია Wizz Air „ვარდისფერი“ პარასკევის სპეციალურ შეთავაზებას აანონსებს და 11-55 მოგზაური ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებს 2018 წლის 15-22 ნოემბერს დაჯავშნულ ყველა რეისზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ,,Wi

თბილისის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს სხვადასხვა მი

ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სახლში უნდა იმყოფებოდეს დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან - თეიმურაზ კუპატაძე

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ,

„GWP“ დუმს, როცა არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და შეკითხვები ისმის რუსულ ინტერესებზე ქართულ ეკონომიკაში – „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შესწავლას მოითხოვს, კომპანიის ქართულ ეკონომიკაში რუსული სახელმწიფო ინტერესების დადგენაზე მიუთითებს და თბილისის

ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს. ხსენებული პაკეტი მოქმედებს შეძენიდან 2 ღამის განმავლობაში, 00:15 საათიდან დი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა, არიან დაშავებულები

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი, მათგან ორი არასრუწლოვანია.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`