უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2017 16:25
font-size

საქართველოს პროკურატურამ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოციალური საწარმო „სტუდიო 47“-ის მიერ ახალი წლის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ნივთები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვები მშობლების და მასწავლებლის დახმარებით თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან ნივთებს და აქსესუარებს ამზადებენ.

ღონისძიებაზე ასევე ბავშვებმა კონცერტი გამართეს და პროკურატურის თანამშრომლებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

საქველმოქმედო გამოფენაზე პროკურატურის თანამშრომლებმა ბავშვების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს და შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა ახალი მასალების შეძენას, ბავშვების გადამზადებას და მათ დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მსგავსი სახის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას სექტემბერშიც უმასპინძლა.

საკვანძო სიტყვები:

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა

აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2019 , 15:31

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:29

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგა

ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი -მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:12

„სისტემა ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა აძლევდეს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი. პედაგოგი კი რესურსებსა და