უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივლისი, 2018 11:50
font-size

საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით - შალვა თადუმაძე

მთავარი პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს პროკურატურაშუ შეტანილია 52 530 საჩივარი.

„საჯარო წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ალბათ, გესმით, ეს რა გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, როდესაც მოძალადე პროკურატურის პირობებში ჩვენ მივიღეთ 52 530 ადამიანი, რომელსაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არსებობდა და განცდა აქვს სამართლიანობის აღდგენის“, - განაცხადა თადუმაძემ.

მან დაამატა, რომ პროკურატურაში ჩამოყალიბებული სტრუქტურა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, თუმცა დაბალი ტემპით. მისი ვარაუდით, პროკურატურა სამართლიანობას აღადგენს 2030 წლის შემდეგ.

„სხვანაირად არც შეიძლება, რომ ტემპი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს სახელმწიფო და ადამიანური რესურსი, რომელიც ერთ და ორ წელიწადში 52 530 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხარო ტემპია და ცოტა არასერიოზული ტემპიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე. თუ ამ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ 2030 წლის შემდეგ, რაც არასერიოზულია სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რომლის ფუნქცია სამართლიანობის აღდგენაა“, - აღნიშნა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნული საქმეების განხილვის დასაჩქარებლად საჭიროა სისტემური მიდგომა, მათ შორის, საქმეების მოთხოვნების და შესაძლებლობების მიხედვით კლასიფიცირება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი