უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2017 12:55
font-size

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით თბილისში სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე სტუდენტები და დაინტერესებული პირები გაეცნენ პროკურატურის სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტაჟიორთა კონკურსის ეტაპებს, პროკურატურაში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრები თბილისის 9 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა, რომელთა ფარგლებშიც პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობასა და სტაჟირების სისტემაზე, სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მენეჯერები შოთა ტყეშელაშვილი, კოკა კაციტაძე, ნინო აღლემაშვილი და შოთა რიჟამაძე ესაუბრნენ. შეხვედრებში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები ნათია სონღულაშვილი, გიორგი გაბოძე, კონსტანტინე სირაძე და ანა კალანდაძე. ასევე, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პროკურატურაში ახლად დანიშნულმა პროკურორებმა და მოქმედმა სტაჟიორებმა ემზარ გაგნიძემ, თამარ ზაქუტაშვილმა, ლაშა ბიწაძემ და ირაკლი ქარდავამ.

საინფორმაციო შეხვედრებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. ღონისძიებები სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა. საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა კონკურსი მიმდინარე წლის 15 მაისს გამოაცხადა და აპლიკაციების მიღება 6 დღეში დასრულდება. გამოცხადებული სტაჟირების კონკურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა როგორც უკვე კურსდამთავრებული და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირებისთვის, ასევე სამართლის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

23 იანვარი, 2019 , 16:06

მოჭიდვეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბება და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ.  „არაფერი დანაშაული არ იკვეთება,

გარდაცვლილი გოგონას ოჯახიდან ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა - სოციალური მომსახურების სააგენტო

23 იანვარი, 2019 , 15:54

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ

თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

23 იანვარი, 2019 , 15:19

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ე

სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას თბილისის მერია მოაწყობს

23 იანვარი, 2019 , 15:16

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, – ამის შეს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`