უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივნისი, 2017 17:55
font-size

,,საქართველოს რკინიგზა’’ CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს

დღეს, თბილისში, ,,ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ - CER-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს CER-ი წელიწადში ორჯერ - ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებში მართავს. სხდომა, რომელზეც მე-4 სარკინიგზო პაკეტის მიმდინარეობა განიხილება, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში - საქართველოში - წელს პირველად იმართება.

,,საქართველოს რკინიგზის’’ ინფორმაციით, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ სხვადასხვა დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების ვალდებულება აიღო. მათ შორის, 8 დირექტივა, საქართველოს რკინიგზას ეხება. CER-ი, რომლის წევრი საქართველოს რკინიგზაა, კომპანიას გამოცდილებას როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით უზიარებს. ფორუმი, რომელიც თბილისში იმართება, საუკეთესო პლატფორმაა ევროპის რკინიგზების ადმინისტრაციებთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად. CER-ის მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის წევრი რკინიგზებისა და კომპანიების ინტერესების ევროკავშირის ტერიტორიაზე მხარდაჭერა. მისი სლოგანია ,,ევროპული რკინიგზების ხმა“ და ის ევროკავშირში რკინიგზების ომბუცმენია.

თბილისში CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნის რკინიგზების ევროპული მიმართულების დირექტორები ესწრებიან. შეხვედრის თავმჯდოამრეა CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სალუქვაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს წარმოამდგენლები ესწრებიან.

აღნიშნული ფორუმი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, საქართველოს რკინიგზას თავის ნაწილში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
,,დღეს საქართველოს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც CER-ის ფორუმი ევროკავშირს ფარგლებს მიღმა ტარდება. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილად ვითვლებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომლის ნაწილი გახლავთ ევროდირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია. სარკინიგზო ტრანსპორტის ნაწილში აჟამად მიმდინარეობს მე-4 სარკინიგზო პაკეტის განხორციელება. საქართველოს რკინიგზას საკმაოდ ხელშესახები პროგრესი აქვს აღნიშული დირექტივების ნაწილში და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მე-4 პაკეტის განხილვას შეეხება,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

ფორუმს CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი უძღვება. ის პოზიტიურად აფასებს საქართველოს რკინიგზის CER-თან თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ევროპასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან. ,,ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ვარ და ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. აქ მაქვს საშუალება ვესაუბრო ქართველ კოლეგებს და ერთად განვიხილოთ არა მხოლოდ შიდა საკითხები, არამედ ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში შედის. ამ მიმართულებით ქართველი კოლეგების აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ,“ - აღნიშნა ლიბორ ლოხმანმა.

საკვანძო სიტყვები:

„საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას“ - სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე

8 აგვისტო, 2020 , 17:44

„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო, ახსოვს მსოფლიოს. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრ

გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

8 აგვისტო, 2020 , 16:55

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მის მოადგილეებთან გიორგი ახვლედიანთან და ირაკლი ზარქუასთან, ასევე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითუ

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

8 აგვისტო, 2020 , 14:20

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო დ

ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული - სალომე ზურაბიშვილი

8 აგვისტო, 2020 , 12:45

აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურ

თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 12:45

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე