უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 მაისი, 2017 12:55
font-size

საქართველოს რკინიგზა გადამზიდავებისათვის ახალ სერვისს ნერგავს

საქართველოს რკინიგზამ ტვირთმფლობელებისა და ექსპედიტორებისათვის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტორნულ ფორმატში წარმოების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა რეგიონში პირველი სარკინიგზო გადამზიდავია, რომელიც აღნიშნულ სისტემას ნერგავს. ნოვაცია დაფუძნებულია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისათვის მოსახერხებელ ერთი ფანჯრის პრინციპზე. აღნიშნული სისტემის საშუალებით კლიენტის მიერ გადაზიდვის დოკუმენტების ფორმირება ოფისიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაზოგოს ადამიანური და მატერიალური რესურსი. სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტორნულ ფორმატში წარმოების სისტემა პროცესის გამჭვირვალობის, ონლაინ რეჟიმში კლიენტის ინფორმირებულობის, საიმედოობისა და საჭიროების შემთხვევაში მათზე წვდომის მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა რკინიგზის ფილიალ ,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ პროდუქტია. სწორედ ეს ფილიალი მუშაობს პროგრამის დანერგვასა და სისტემურ უზრუნველყოფაზე.

,,დღვანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ სიახლეების გაცნობას, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ბოლო დროს დანერგა. კომპანიაში ბევრი სიახლეა როგორც საკონტეინერო გადაზიდვების, ასევე სავაგონო გზავნილების მიმართულებით. ფასების ლიბერალიზაციის კუთხით გვაქვს გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივ საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასის დაფიქსირება ლარში მოხდება, რაც საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გზავნილების ზრდას ხელს შეუწყობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვის პრეზენტაცია. ჩვენ ექსპედიტორებს ახალი სერვისი შევთავაზეთ და მათთან განვიხილეთ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების“ დირექტორმა გურამ გურამიშვილმა.

,,მოხარული ვარ, რომ საქართველოს რკინიგზა ამ ინიციატივით შემოვიდა. ეს იქნება ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყველა ორგანიზაციისათვის, ვინც დაკავებული არის სარკინიგზო გადაზიდვით, ვინაიდან ძალიან დიდი დრო დაიზოგება. დოკუმენტის გაფორმების დროს საკმაოდ აქტიური რეჟიმი არის, რაც ძალიან ხელს გვიშლის. დოკუმენტბრუნვის პროცესის გამარტივების პროცედურა დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა კომპანია ,,აგრიკომის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა.

,,როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ახალი პროცედურის შექმნა უკვე აუცილებელია. იმიტომ რომ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და გაადვილდება დოკუმენტბრუნვის კონტროლი. ასევე გაიზრდება გადაზიდვების ორგანიზების მასშტაბი. ეს გასაკეთებელია, მაგრამ როგორც ყველა სიახლე, თავიდან სირთულეს გამოიწვევს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გადავიდეს ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე, ასე რომ რკინიგზაზეც ცალსახად უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა კომპანია „U & G Agency“-ს დირექტორის მოადგილემ ნუგზარ რეხვიაშვილმა.

ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაზე ტვირთების მოზიდვისა და გადაზიდვის პროცედურის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებები.

ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, რკინიგზაზე სხვადასხვა მიმართულებებზე გადაზიდვების ტარიფების კორექტირება განხორციელდა. გარდა ამისა, ადგილობრივ საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფების ლარიზაცია მოხდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა საკონტეინერო გადაზიდვის სტიმულირების საშუალებას იძლევა. პრეზენტაციაზე საუბარი საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ სხვა პროექტებსა და ცვლილებებზე იყო.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ტვირთმფლობელები და ექსპედიოტრები. ასევე, სატვირთო პორცესებთან დაკავშირებული პირები. ახალი სერვისის შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა კონსტრუქციულ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზისა და ტვირთმფლობელებისა და ექსპედიტორებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით, ყოველკვარტალურად მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება. ასევე, საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატვირთო გადაზიდვების დირექტორი ,,ერთი-ერთზე“ ფორმატში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს სისტემატურად გამართავს.

საკვანძო სიტყვები:

ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება

23 იანვარი, 2020 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება, ევრო – 3.2005 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7899 ლარი. 23 ია

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

23 იანვარი, 2020 , 17:40

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დ

`ბორჯომი ლიკანი` ვერ გაიყიდა

23 იანვარი, 2020 , 17:25

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

23 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთ

კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

23 იანვარი, 2020 , 10:55

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`