საზოგადოება


,,საქართველოს რკინიგზამ’’ Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში საინჟინრო პერსონალს სერტიფიკატები გადასცა
,,საქართველოს რკინიგზამ’’ Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში პროექტების განმახორციელებელ საინჟინრო პერსონალს სერტიფიკატები გადასცა.
სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა.
როგორც ჟურნალისტებს ,,საქართველოს რკინიგზის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ განუცხადა, კომპანიაში Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის მიზანი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების გზით საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაა.
,,საქართველოს რკინიგზის’’ ინფორმაციით, Lean Six Sigma მეთოდოლოგია, რომლის ძირითადი არსია საწარმოო პროცესების შემდგომ, გამოსავალი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, დეფექტების მინიმიზაცია და სტანდარტიდან გადახრების შემცირება, ასევე, ისეთი პროცესების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დანაკარგების მინიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტი.
,,რკინიგზას აქვს ახალი ხედვა, ახალი სტრატეგია. ეს მდგომარეობს გლობალურ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელებში რკინიგზის ინტეგრაციაში. ეს გვავალდებულებს მოდერნიზაციას ყველა მიმართულებით, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ უპირველეს ყოვლისა, კომპანიის მართვის სისტემის თვალსაზრისით. ,,ექვსი სიგმის’’ დანერგვა სწორედ ემსახურება მართვის სისტემის მოდერნიზაციას, ემსახურება საოპერაციო ხარჯების დაზოგვას, საოპერაციო დროის დაზოგვას, დეფექტების და საწარმოო ხარვეზების იდენტიფიკაციას საწარმოო პროცესში, რაც მთავარია ხარისხის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას.
მოდერნიზაცია ეს არის რკინიგზის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვივლით იმ გზით, რომ რკინიგზა გადაიქცეს თანამედროვე კომპანიად’’, - განუცხადა ჟურნალისტებს კოკა გუნცაძემ.
პროექტის ფარგლებში "საქართველოს რკინიგზაში" საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლების სათანადოდ მომზადება მოხდა. მომზადების პროცესის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, თეორიულ ნაწილთან ერთად, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა იყო, რასაც პროექტების სახე მიეცა. ამჟამად კომპანიაში პროექტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს. როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, ცალკეულმა მათგანმა უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოიტანა.
პროექტი წარმატებულად შეაფასა საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელმა, მაქსიმ კორნეიუგმა.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც ვნახეთ, ჩვენ გვყავს 27 ადამიანი, რომლებმაც მიიღეს სერტიფიკატები. სწორედ ამ ადამიანებმა განახორციელეს ის ცვლილებები, რომლებიც მიიყვანს ბაზარზე კომპანია Georgian Railway-ის კონკურენტუნარიანობისა და მოგების გაზრდამდე.
მათ შეასრულეს შესანიშნავი სამუშაო და ეს პროექტები გაგრძელდება. ჩვენ როგორც კონსულტანტები ვასრულებთ მათთან მუშაობას და ისინი გააგრძელებენ პროექტების კეთებას და კომპანიაში სიტუაციის გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მაქსიმ კორნეიუგმა.
,,საქართველოს რკინიგზის’’ ინფორმაციით, Lean Six Sigma მეთოდოლოგია პირველად კომპანია Motorola-მ შეიმუშავა და იმპლემენტაციის შედეგად სოლიდური ეფექტი მიიღო. შემდგომში ეს პროგრამა წარმატებით გააგრძელა კომპანია General Electric-მა. დღეს Lean Six Sigma მეთოდოლოგია ყველა ცნობილ კომპანიაშია დანერგილი.
საკვანძო სიტყვები:
აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია
14 დეკემბერი, 2019 , 17:55

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში
14 დეკემბერი, 2019 , 17:45

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?
14 დეკემბერი, 2019 , 17:17
თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება
14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“
14 დეკემბერი, 2019 , 16:40

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება - ექიმი
14 დეკემბერი, 2019 , 15:10