უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 აგვისტო, 2017 13:04
font-size

,,საქართველოს რკინიგზას“ თავის გამოცდილებას ფრანგი ექსპერტები უზიარებენ

”საქართველოს რკინიგზაში” საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტები არიან ჩამოსულები. ფრანგი სპეციალისტები TAIEX (Technical Assistance Information Exchange) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, ”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებს ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევრო-დირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება.

საფრანგეთის რკინიგზის მაღალჩინოსანთა და ”საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენელთა შეხვედრები ორმხრივი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კონსულტაციებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის - საფრანგეთის რკინიგზის წარმომადგენელებისაგან იღებენ. აღნიშნული მისია, გამოცდილების გაზიარების შედეგად, ახალ სტრუქტურაზე გადასვლას ისახავს მიზნად.

”საქართველოს რკინიგზის” კოოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის აკაკი საღირაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ იკისრა ვალდებულება, ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს ევროპული დირექტივები და რეგულაციები.

,,ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ფრანგი ექსპერტები და გაგვიზიარონ მათი გამოცდილება ევროდირექტვების დანერგვის თვალსაზრისით.

როგორც იცით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართულმა მხარემ იკისრა ვალდებულება ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს ევროპული დირექტივები და რეგულაციები. მათ შორის 3 რეგულაცია რკინიგზას ეხება და კიდევ 5 დირექტოვაა. საბოლოო ჯამში 8 ნორმატიული აქტია დასანერგი.

მესამე დღეა მიმდინარეობს ეს ვორკშოპი და ეძღვნება ძირითადად 34-ე ევროდირექტივის საინტერესო საკითხებს. ასევე, ე.წ. ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ მეოთხე სარკინიგზო პაკეტის ცვლილებებს. ჩვენ ამ დირექტივის დანერგვა გვიწევს 2021 წლისთვის.

პირველი დღე დაეთმო რკინიგზის არსებული სიტუაციის გარკვევას, შესწავლას როგორც საკანონმდებლო, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით.

მეორე დღე დაეთმო იმის განხილვას, თუ რა განსხვავებაა რეგულაციებსა და ჩვენთან არსებულ სიტუაციას შორის.

დღევანდელი დღე უკვე ეძღვნება კონკრეტულ რეკომენდაციებს, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არის მნიშვნელოვანი ამ რეგულაციების დანერგვის დროს“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

თავსი მხრივ, როგორც ფრანგმა ექსპერტმა ფრედერიკ პარდემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კომპანიამ და ორგანიზაციამ ახალ რეალობებთან მოახდინონ ადაპტირება.

” არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, რომ კომპანია საერთაშორისო დონეზე გავიდეს, თუმცა, ეს მარტივი არაა. ამას დრო სჭირდება. საფრანგეთში საამისოდ 20 წელი დაგვჭირდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებს ავუხსენით, რომ საერთაშირო ბაზარზე გასვლა რთული პროცესია, თუმცა საინტერესო სამუშაოა”, - განაცხადა ფრედერიკ პარდემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესი დაამტკიცა

17 ოქტომბერი, 2018 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს კაპიტალის ბაზრის რეფორმას ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით. 2018 წლის 12 ოქტომბერს, საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, კომპანიების აქციებისა და ობლიგაციები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

17 ოქტომბერი, 2018 , 13:55

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 17 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლ

ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2018

17 ოქტომბერი, 2018 , 13:55

21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გაეროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, 18 ქართული ექსპორტიორი კომპანია სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა

17 ოქტომბერი, 2018 , 13:10

მთელი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბა

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს

17 ოქტომბერი, 2018 , 13:10

დედაქალაქის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`