უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივლისი, 2017 15:30
font-size

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა სადგურ სამტრედია II-ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ალერგიული სიპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს. მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს.

სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მოწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტოროს და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმოადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება ზაფხულში- ივლისისა და აგვისტოს თვეებში, რაც დაკავშირებულია სავარაუდოდ მცენარეების ყვავილობასთან. სპეციალისტთა დასკვნით რადიაციული ფონი არ არსებობს. ამასთანავე შეგახსენებთ რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს ყველა თანამშრომელი,მათ საშუალება აქვთ სამტრედიაშივე მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები.

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა სამუშაო პირობებს; გაცნობებთ,რომ ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში, მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომელიც აღჭურვილია გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით რაც მემანქანეს სჭირდება. პერსონალს დაურიგდა სპეც ტანსაცმლი. ხოლო ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა მუშაკებს, რომელთაც შენობების გარეთ უწევთ სამუშაოების შესრულება, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეეცვალათ მუშაობის გრაფიკი.

საქართველოს რკინიგზა მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ქალაქ სამტრედიაში მიმდინარე პროცესებს და სრულად ფლობს ინფორმაციას თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ . „ - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი