უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
12 ოქტომბერი, 2017 16:25
საქართველოს როგორც სტრატეგიული, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს - იან კელი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია და მისი მონაწილეების დონე საქართველოს მნიშვნელობაზე მეტყველებს.
„საქართველოს პარტნიორები აფასებენ იმას, რომ საქართველო უსაფრთხოების რთული გამოწვევების წინაშე დგას და წარმატებულად უმკლავდება მათ“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ს, სურვილი აქვს საქართველოს დაეხმაროს.
„საქართველოს როგორც სტრატეგიული, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იან კელიმ შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე საუბრისას.
ნინო ექვთიმიშვილი