უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2017 16:45
font-size

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გამგეობის წევრად დავით საგანელიძეს წარადგენს

სასტუმრო „თბილისი რუმს“-ში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე გამგეობის ახალ წევრს, საპარტნიორო ფონდის გენერალურ დირექტორს დავით საგანელიძეს წარადგენენ. გამგეობის წევრების განმარტებით, დავით საგანელიძის მათ რიგებში შემოერთება საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და ბიზნეს-წრეების მხრიდან ინტერესის გაზრდას შეუწყობს ხელს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობა ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც ამ ეტაპზე 5 ძირითადი წევრისგან შედგება. გამგეობის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და იურისტები არიან. ამ ეტაპზე GIAC-ის გამგეობის წევრები არიან: ნინო ჩიქოვანი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე, ზვიად კორძაძე - „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ პარტნიორი და იურიდიულ ფირმათა ასოციაციის თავმჯდომარე, ეფრემ ურუმაშვილი - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი, ჯემალ ინაიშვილი - აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, ეკა გიგაური- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, გამგეობას ჰყავს საპატიო წევრი იას ბანიფატემი - იურიდიული ფირმა Shearman & Sterling-ის პარიზის ოფისის პარტნიორი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შემუშავებული არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახლა ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა იქნას არჩეული დავების განსახილველად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურული ორგანოებია გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრული საკითხების შესახებ და მონაწილეობას არ იღებს დავის გადაწყვეტის პროცესში.

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემ

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდი

შეხვედრა იყო დროული, საჭირო, აქტუალური - დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

17 ოქტომბერი, 2019 , 16:00

“როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერ

ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი, 2019 , 15:00

“მსურს ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბ