უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
საზოგადოება


საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გადაწყვეტილებები 2020 წლის პირველ სხდომაზე მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ გამგეობის ახლადარჩეული წევრი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი- გიორგი ჩერქეზიშვილი აირჩა.
ინვესტორთა საბჭოში დანიშვნამდე გიორგი ჩერქეზიშვილი კომპანია Invest Wings&Freeman Capital-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცრად მუშაობდა. 2017 წლის მარტიდან კი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, ასევე მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საპარტნიორო ფონდში, „საქართველოს ბანკსა“ და საქართველოს კონტროლის პალატაში.
ჩერქეზიშვილის გარდა, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობას კიდევ ერთი წევრი, „ჰუალინგ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე შეემატა. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სულამანიძე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, სხვადასხვა წლებში მუშაობდა „ვითიბი ბანკში“, „ბანკ რესპუბლიკაში“ ,,ბაზის ბანკში“ და იყო „პროგრეს ბანკის“ გენერალური დირექტორი.
„მიგვაჩნია, რომ ახალი წევრები გააძლიერებენ ცენტრის საქმიანობას და ხელს შეუწყობენ მის შესახებ ცნობადობის გაზრდას. შეგახსენებთ, რომ გამგეობის ორ წევრს ბატონ ჯემალ ინაიშვილსა და ბატონ ზვიად კორძაძეს ამოეწურათ წევრობის მეორე ვადა, ცენტრის წესდება კი გამგეობის წევრის კიდევ ერთი ვადით გაგრძელებას არ ითვალისწინებს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ საარბიტრაჟო ცენტრის განვითარებაში და ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის სხდომაზე გენერალური მდივნის მიერ ასევე წარდგენილი იქნა საარბიტრაჟო ცენტრის 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები.
შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით გამგეობის წევრები არიან: გიორგი პერტაია, დავით საგანელიძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ეფრემ ურუმაშვილი, კოტე სულამანიძე.
„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო
17 აპრილი, 2021 , 19:59

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
17 აპრილი, 2021 , 17:05

რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
17 აპრილი, 2021 , 17:05

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
17 აპრილი, 2021 , 15:55

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04